ფრიდონ ინჯია კანონით "ლგბტ" პროპაგანდის აკრძალვას და ენმ-ს მმართველობის სამართლებრივ შეფასებას ითხოვს

02.05.23 16:23
ფრიდონ ინჯია კანონით "ლგბტ" პროპაგანდის აკრძალვას და ენმ-ს მმართველობის სამართლებრივ შეფასებას ითხოვს

„ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატის ფრიდონ ინჯია უახლოეს დღეებში კანონპროექტების პაკეტის დაინიცირებას გეგმავს. დეპუტატის თქმით, საქმე  ლგბტ პროპაგანდი აკრძალვას, "ნაციონალური მოძრაობის" სამართლებრივ შეფასებას და ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის შემცირებას ეხება. 

ინჯიას ამბობს, რომ კანონში ასახული იქნება ყველა ის სურვილი და მოთხოვნა, რომელიც "მონატრებულ კრებაზე" პოლიტიკოსმა ზაზა პაპუაშვილმა გააჟღერა. 

კანონი, ყველას მიმართ თანაბრად უნდა აღსრულდეს მიუხედავად პოლიტიკური, სექსუალური ან სხვა ორიენტაციისა. კანონის წინაშე პრივილეგია არავის უნდა ჰქონდეს. პარლამენტის შენობას ცეცხლი წაუკიდეს, 60-ზე მეტი პოლიციელი დამწვარი და დაზარალებულია და მხოლოდ ერთია დაკავებული. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ პოლარიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს, რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია თავიდან იყოს აცილებული. ასევე, საქართველოს ხელისუფლებისგან მოვითხოვთ 2004 -2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატორული რეჟიმს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმი აღსრულდეს. გარდა ამისა, ხელისუფლებამ სუვერენული, ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე უნდა იზრუნოს. უნდა დაინერგოს სკოლაში ფუნდამენტალური განათლება, რომელიც შეწყდა. ამავე მოთხოვნებშია, დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება, სახელმწიფო პროგრამების მორგებულად განხორციელება, ლგბტ პროპაგანდის კანონით აკრძალვა და მრავალი სხვა. აბსოლუტურად ყველა ამ კითხვას, რომელიც იქ დაისვა და მოთხოვნაა სახელმწიფოს მთავრობისთვის, მე ვუერთდები ამას და ამ დღეებში ჩვენ წარმოვადგენთ კანონების პაკეტს. ამ პაკეტში ასახული იქნება ყველა ის სურვილი და მოთხოვნა, რომელიც იკვეთება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახით წარმოდგენილი საზოგადოების შეკრებიდან, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნები მონატრებულ კრებაზე პოლიტიკოსმა ზაზა პაპუაშვილმა გააჟღერა“,- განაცხადა ინჯიამ.