უზრდელი ხართ და წერტილი! გამიხარდება ქეთელაურივით იქცეოდეთ, მაგრამ არ შეგიძლიათ - ჩარკვიანი ღუდუშაურს

02.05.23 16:31
უზრდელი ხართ და წერტილი! გამიხარდება ქეთელაურივით იქცეოდეთ, მაგრამ არ შეგიძლიათ - ჩარკვიანი ღუდუშაურს

გამიხარდებოდა ქეთელაურივით იქცეოდეთ, მაგრამ არ შეგიძლიათ, - ასე პასუხობს "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ალუდა ღუუაშაურის განცხაებას, რომელმაც ოპოზიციას "ფარჩაკები და ტურები" უწოდა.

ოპოზიციის წევრმა "ოცნების" დეპუტატს უთხრა, რომ უზრდელია და ამას არაფერი ეშველება. 

არ მინდა ალუდას გამოვეხმაურო, იმიტომ, რომ არ შემიძლია ეს სიტყვა - „ფარჩაკი“... რაღაც სიტყვებს ხომ იყენებთ მუდამ. არაფერი შემიძლია, მხოლოდ შემიძლია გითხრათ ის, რომ უზრდელი ხართ და წერტილი! მეტი არაფერი. სხვა რა შემიძლია გიპასუხოთ, ვერ აგყვებით ამ რიტორიკაში. გამიხარდება ქეთელაურივით იქცეოდეთ, მაგრამ არ შეგიძლიათ, - თქვა ჩარკვიანმა.