სულელური და შემაშფოთებელი არგუმენტებია - თინა ხიდაშელი ნატოს წვრთნებში არმონაწილეობაზე
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მოქმედი თავდაცვის მინისტრის განაცხადებებს, თითქოს საქართველო ნატოს წვრთნებში მონაწილეობას დაფინანსების არ არსებობის გამო ვერ მიიღებს, აბსურდულს უწოდებს. ხიდაშელს მიაჩნია, რომ წვრთნებზე საქართველოს უარი ერთიანი ჯაჭვის ნაწილია. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ეჭვობს, რომ საქმეში რუსეთის ხელი ურევია.
ბატონი ბურჭულაძის და პარლამენტის კომიტეტის თავმდჯომარის კომენტარები ამ თვალსაზრისით ძალიან შემაშფოთებელია, იმიტომ, რომ ამ კომენტარებით ვიგებთ, რომ პრობლემა მარტო ის კი არ არის თურმე, რომ ნატოს წვრთნებზე ვამბობთ უარს, პრობლემა უფრო დიდი ყოფილა, როგორც ირკვევა, რომ თურმე მხარდაჭერას დავკარგეც. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტყულია, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ფინანსურად არანაირ პრობლემას არ შეგვიქმნიდნენ პარტნიორები და უბრალოდ თავის გასამრთლებლა ამ სულელური არგუმენტის მოყვანა, კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას და არ ვურჩევდი, რომ ამ ვითარებაში ჩაიყენონ თავი. ერთიანი ჯაჭვის, ერთიანი პროცესის ნაწილია საქართველოს უარი. რუსეთის კატეგორიული წინააღმეგობა ამ წვრთნებში, რუსეთის აგრესიული დამოკიდებულება ამ წვრთნებისადმი და შემდეგ იმ სახელმწიფოების აყოლიება უარი თქვან წვრთნებში მონაწილეობაზე, რომლებთანაც სიტყვა ეთქმით. აქამდე ასეთი სახელმწიფო საქართველო არასდროს იყო. დღეს, საწმუხაროდ, სომხეთთან ერთად, ამ სახელმწიფოების სიას საქართველოც შეუერთდა, - ამბობს ხიდაშელი.
საქართველო ევროპაში შეერთებული შტატების ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში, „მცველი 23“ -ში (Defender 23) მონაწილეობას არ მიიღებს.
თავდაცვის მინისტრი ამაში პრობლემას ვერ ხედავს. ჯუანშერ ბურჭულაძე ჟურნალისტებს ეუბნება, რომ საქართველო წელს 20 სხვა საერთაშორისო სწავლებაში იღებს მონაწილეობას, ხოლო „კონკრეტული სწავლება შეიძლება იყოს ხარჯებთან დაკავშირებული“.