ნატოს წვრთნებზე უარი ნატო-საქართველოს ურთიერთობებს ავნებს - გენერალი ზაზა გოგავა

02.05.23 17:27
ნატოს წვრთნებზე უარი ნატო-საქართველოს ურთიერთობებს ავნებს - გენერალი ზაზა გოგავა

გენერალ-მაიორი და ენმ-ს წევრი ზაზა გოგავა ფიქრობს, რომ საქართელოს უარს ნატოს წვრთნებში მონაწილეობაზე, ნატო-საქართელოს ურთიერთობებში გართულებები მოჰყვება. ოპოზიციის წევრის თქმით, "ოცნება" პარტნიორებს შანტაჟის ენით ელაპარაკება, რაც ამ გააწყვეტილებაშიც გამოიხატა. 

ეს არ იქნება დადებითი ფურცელი ნატო-საქართველოს ურთიერთობაში. ამას მოჰყვება თავისი გართულებები, მაგრამ აქვე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება მიჩვეულია შანტაჟის ენით ელაპარაკოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებს, ვხედავთ ისინი როგორ ელაპარაკებიან ევროკავშირს, ბრიუსელს და ალბათ იგივე გზას აირჩიეს ნატოსთანაც დაპირისპირებაზე, - ამბობს გოგავა. 

საქართველო ევროპაში შეერთებული შტატების ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში, „მცველი 23“ -ში (Defender 23) მონაწილეობას არ მიიღებს. 

თავდაცვის მინისტრი ამაში პრობლემას ვერ ხედავს. ჯუანშერ ბურჭულაძე ჟურნალისტებს ეუბნება, რომ საქართველო წელს 20 სხვა საერთაშორისო სწავლებაში იღებს მონაწილეობას, ხოლო „კონკრეტული სწავლება შეიძლება იყოს ხარჯებთან დაკავშირებული“.