მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ “ოცნება” გეი-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს მიიღებს - კოკა მორგოშია

02.05.23 17:34
 მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ “ოცნება” გეი-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს მიიღებს - კოკა მორგოშია

 პუტინისტური ალტ-ინფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშია ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნება" ყველა იმ კანონს, მიიღებს რომლის მიღებასაც ისინი წლებია ითხოვენ. 

მორგიშიას თქმით, მათ შორისაა კანონი გეი-პროპაგანდის წინააღმდეგ. ორკების მეთაური წერს, რომ " 5 ივლისი ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვება იყო": 

მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება”, პარტნიორი პარტიების მეშვეობით მიიღებს ყველა იმ კანონს, რომლის მიღებასაც, ჩვენ წლებია ვითხოვთ და ვიბრძვით!!! მათ შორის კანონს გეი-პროპაგანდის წინააღმდეგ!!! ეს ამბავი ძალიან მახარებს, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს!!!
ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, 5 ივლისი იყო ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვება და ლიბერალიზმის დასასრულის დასაწყისი საქართველოში!!!"- წერს მორგოშია.