ოპოზიცია "ოცნებას" საკონსტიტუციოში უჩივის - დოკუმენტს ხელი სხდომათა დარბაზში მოაწერეს

02.05.23 17:47
ოპოზიცია "ოცნებას" საკონსტიტუციოში უჩივის - დოკუმენტს ხელი სხდომათა დარბაზში მოაწერეს

ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. სხდომათა დარბაზში ხელმოწერები ცოტა ხნის წინ თეონა აქუბარდიამ შეაგროვა. საქმე ეხება სახელისუფლებო გუნდის მხრიდან საგამოძიებო კომისიის  მინზამიმართულად ჩაგდების საკითხს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ „ოცნება“ კონსტიტუციას არღვევს.

დეპუტატები დოკუმენტის ტექსტს წინასწარ არ ასაჯაროებენ, თუმცა „პირველების“ ინფორმაციით, ოპოზიცია სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.

უმრავლესობა ამ პროცედურული მაქინაციებით, რასაც უკვე ერთ კვირაზე მეტი ხანია ახორციელებენ, არღვევენ კონსტიტუციას, ვინაიდან კონსტიტუციური უფლებაა 50 პარლამენტის წევრის, რომ მათ შექმნან საგამოძიებო კომისია. ამ 50-მა პარლამენტარმა, რომლებიც ვითხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, დღეს დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მყარია ეს პოზიცია პარლამენტის 50 წევრის. ეს დოკუმენტი გაჟღერდება ცოტა ხანში პლენარულ სხდომაზე, - ამბობს შალვა შავგულიძე.