"ოცნების" საჩუქარი მოსკოვს - საქართველო ნატოს წვრთნებში მონაწილეობას არ მიიღებს

02.05.23 20:09
"ოცნების" საჩუქარი მოსკოვს - საქართველო ნატოს წვრთნებში მონაწილეობას არ მიიღებს

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი საჩუქარი მოსკოვს - საქართველომ ნატოს წვრთნებში მონაწილეობაზე უარი თქვა . ასეთი ფაქტი ქვეყნის თავდაცვის  ძალების 32 წლიან ისტორიაში არ ყოფილა. თავდაცვის მინისტრი სწავლებაში მონაწილეობაზე უარს ლოჯისტიკური ხარჯებით ხსნის, თუმცა უწყების ყოფილმა ხელმძღვანელებმა ბურჭულაძე დიდ ტყუილში ამხილეს. 

ჯერ კიდევ 5 აპრილს პენტაგონმა ოფიციალურად დაანონსა 26 ქვეყნის სამხედრო წვრთნები, სადაც საქართველოც მონაწილეობდა, თუმცა 3 კვირაში მოცემულობა შეიცვალა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს ხელისუფლების პასუხია მოსამართლეთა კლანის დასანქცირებაზე. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.