"ივანიშვილს სანქციების არ ეშინია" - "ოცნება" ოლიგარქის ფულის დასაცავად დაირაზმა
"ქართული ოცნება" აღიარებს, რომ ის ფინანსური შეზღუდვები, რომელიც ბიძინა ივანიშვილს შვეიცარული ბანკიდან აქვს, არაფორმალური სანქციებია. გაყინული 2 მილიარდი არა მხოლოდ ოლიგარქის, მთელი "ქართული ოცნების" თავის ტკივილად იქცა. უმრავლესობის წევრები დღეს ქვეყნის არაფორმალური მმართველი ფულის დაცვას კიდევ ერთხელ შეეცადნენ. "შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ" - ეს იყო მმართველი გუნდის მთავარი გზავნილი.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" ახლა ოფიციალური სანქციების მოლოდინშია.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.