ოპოზიცია შალვა პაპუაშვილს ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევაში ამხელს
პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლოა თავის მართლება საკონსტიტუციო სასამართლოში მოუწიოს. ოპოზიცია შალვა პაპუაშვილს ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევაში ამხელს და მის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. უკვე მეორე კვირაა, პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციას სისტემატიურად არღვევს და საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ბლოკავს.
სესიის მეორე კვირაც პარლამენტში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაიხსნა. "მაფიოზები, ტურები, დემაგოგები, ფარჩაკები" - ასე მიმართავდნენ დღეს დეპუტატები ერთმანეთს სხდომათა დარბაზში. საგამოძიებო კომისიის შესახებ დაწყებული დაპირისპირება ბოლოს ქვეყნის საგარეო კურსის შესახებ კამათით დასრულდა. თქვენ ხართ ყველაზე ანტიდასავლური ხელისუფლება საქართველოს ისტორიაში - ოპოზიციამ "ქართული ოცნება" დღეს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებებში კიდევ ერთხელ ამხილა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.