ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერი პრემიერის იდეოლოგიას იწონებს და ღარიბაშვილს აქებს
"ალტ ინფოს" დამფუძნებელი კოკა მორგოშია პრემიერის მმართველობით კმააყოფილია. ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერი მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილის პერიოდი ბევრად უფრო დადებითია, ვიდრე გახარიასი. მორგოშია ასევე ამბობს, რომ "ქართული ოცნებას" რიგ საკითხებში სრულად ეთანხმება.
მე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდი ბევრად უფრო დადებითად მიმაჩნია, ვიდრე, მაგალითად, გახარიასი. ჩვენ, ქართველ ხალხს გგვგონია, რომ ირალი ღარიბაშვილი ბევრად უფრო მოსწონს, მაგალითად, ვიდრე გახარია. მთავრობის პოზიციებს რიგ საკითხებში ვიზიარებთ. იგივე სანქციების არმიერთებასთან დაკავშირებით, ის, რომ ეროვნული ინტერესი უპირველესია, თუნდაც ახლა, რამდენიმე დღის წინ აქცია რომ ჩაატარეს, იქაც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ გამოსვლას არ ვეთანხმებოდი, შინაარსში გამოსვლების ვეთანხმებოდ, ისეთ ხალხსაც კი, რომელმაც რამდეიმე წლის უკან დისკრიმინაციული კანონი მიიღო და დღეს, ახლა, ეროვნული მოტივებით აჟღერებს რაღაცა განცხადებებს. ვერავის განვსჯი. შეიძლება ვიღაცამ 3-4 წლის წინ შეცდომა დაუშვა, ახლა მიხვდა და ხალხის მხარეს დადგა, - ამბობს მორგოშია.