საქართველო 12 პუნქტს არასდროს შეასრულებს, კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ - კოკა მორგოშია

03.05.23 11:31
საქართველო 12 პუნქტს არასდროს შეასრულებს, კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ - კოკა მორგოშია

"ალტ ინფოს" ლიდერი დარწმუნებულია, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა ევროკომისიის 12 პუნქტს არასდროს შეასრულებს.

ამასთან, მორგოშია ფიქრობს, რომ სტატუსი არაფრის მომცემია, რადგან არც უკრაიონას წაადგა რამეში. 

კანდიდატის სტატუსის ისედაც ვერ მივიღებთ, ყველამ ვიცით. იმიტომ, რომ ვერ მივიღებთ. არ მგონია, ზუსტად ვიცი. 12 პუნქტი არის ის პუნქტი, რომელსაც საქართველო არასდროს შეასრულებს და პლიუს, კანდიდატის სტატუსი თურქეთს 87 წელია ბალიშის ქვეშ აქვს, მაგრამ რა მაგით? ზუსტად ვიცი, რომ ვერ მივიღებთ. მე რა ინფორმაციაზეც წვდომა მაქვს, კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ. კანდიდატის სტატუსი უკრაინას რომ მისცეს, რა დღეშია უკრაინა? აყვავდა? - ამბობს მორგოშია.