საკითხი ჰაერში დაკიდებული ვერ დარჩება - ჰერმან საბო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

03.05.23 11:39
საკითხი ჰაერში დაკიდებული ვერ დარჩება - ჰერმან საბო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

"გირჩის" წევრი ჰერმან საბო "ოცნების" მიერ საგამოძიებო კომისიის საკითხის ორჯერ ჩაგდებას ეხმიანება და ამბობს, რომ კენჭისყრა გარდაუვალია. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ საკითხო აჰერში დაკიდებული ვერ დარჩება. 

სხვა დასასრული სამყაროში არ არსებობს პარლამენტში. ან გადის რამე საკითხი და უჭერს მხარს პარლამენტი ან არ უჭერს. ასე ჰაერში დაკიდებული დარჩა, ეგეთი რამე არ არსებობს, - ამბობს ჰერმან საბო. 

ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. სხდომათა დარბაზში ხელმოწერები გუშინ შეაგროვეს.  საქმე ეხება სახელისუფლებო გუნდის მხრიდან საგამოძიებო კომისიის  მინზამიმართულად ჩაგდების საკითხს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ „ოცნება“ კონსტიტუციას არღვევს.