რეგისტრაციის გავლას ან არგავლას ვერავინ დამავალდებულებს - მაჭარაშვილი კომისიის შექმნაზე

03.05.23 11:48
რეგისტრაციის გავლას ან არგავლას ვერავინ დამავალდებულებს - მაჭარაშვილი კომისიის შექმნაზე

"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ირწმუნება, რომ დეპუტატების მიერ რეგისტრაციის არგავლაში ანტიკონსტიტუციური არაფერია. "ოცნებიდან" ფორმალურად წასული დეპუტატის თქმით, რეგლამენტში ამის შესახებ არაფერი წერია და რეგისტრაციის გავლა ან არ გავლა მისი უფლებაა. 

ანტოკონსტიტუციური რეგლამენტში არაფერი წერია. მე ვერავინ დამავალდებულებს იმას, რომ რეგისტრაცია გავიარო თუ არ გავაირო. ეს, რომ ვირაცას აქვს უფლება რაღაც დოკუმენტი შექმნას ანუ დადგენილება მიიღოს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას თუ არ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, მეც მაქვს უფლება, რომ გავიარო ეს რეგისტრაცია ზოგადად თუ არ გავიარო, - ამბობს მაჭარაშვილი. 

ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. სხდომათა დარბაზში ხელმოწერები გუშინ შეაგროვეს.  საქმე ეხება სახელისუფლებო გუნდის მხრიდან საგამოძიებო კომისიის  მინზამიმართულად ჩაგდების საკითხს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ „ოცნება“ კონსტიტუციას არღვევს.