საგამოძიებო კომისიის შექმნა არაკონსტიტუციურია - სარჯველაძე

03.05.23 11:55
საგამოძიებო კომისიის შექმნა არაკონსტიტუციურია - სარჯველაძე

"ქართული ოცნების" ლიდერი მიხეილ სარჯველაძე ირწმუნება, რომ ოპოზიციის ინიციატივა, რომელიც მოსამართლეების საქმინობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს, არაკონსტიტუციურია. მმართველი გუნდის წევრის თქმით, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და რომელიმე მოსამართლის ყოფნა-არყოფნის საკითხი საკანონმდებლო ხელისუფლებაში არ უნდა წყდებოდეს. 

თუკი მთელ ამ ისტორიაში რაიმე არის არაკონსტიტუციური, ალბათ ეს არის მთავარი რამ, რომ ინიციატივა წინააღმდეგობაში, კოლიზიურ მდგომარეობაში ექცევა კონსტიტუციის იმ დებულებებთან, რომელიც ამბობს, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და არ შეიძლება საკანონმდებლო ხელისუფლებაში წყდებოდეს საკითხი კონკრეტული მოსამართლეების ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებით, - ამბობს სარჯველაძე. 

ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. სხდომათა დარბაზში ხელმოწერები გუშინ შეაგროვეს.  საქმე ეხება სახელისუფლებო გუნდის მხრიდან საგამოძიებო კომისიის  მინზამიმართულად ჩაგდების საკითხს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ „ოცნება“ კონსტიტუციას არღვევს.