ოპოზიციას არ მივცემთ შესაძლებლობას, ქვეყნის ინტერესები დააზიანოს - ღუდუშაური კომისიის შექმნაზე
მმართველი გუნდის წევრი ალუდა ღუდუშაური პირდაპირ ამბობს, რომ ოპოზიციას საგამოძიეო კომისიის შექმნიას საშუალება არ მისცემენ. დეპუტატის თქმით, არავის მისცემენ უფლებას, რომ საქართელოს და მისი მოსახლეობის ინტერესები დააზიანონ.
არ ვაპირებთ, რომ მათ მივცეთ შესაძლებლობა, დააზიანონ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები ფეხქვეშ გათელონ და რაიმე საფრთხე შეუქმნან, - ამბობს ღუდუშაური.
ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. სხდომათა დარბაზში ხელმოწერები გუშინ შეაგროვეს. საქმე ეხება სახელისუფლებო გუნდის მხრიდან საგამოძიებო კომისიის მინზამიმართულად ჩაგდების საკითხს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ „ოცნება“ კონსტიტუციას არღვევს.