არის საუბარი, რომ ნიკა მელია პარტიას ქმნის და მოლაპარაკებების რეჟიმშია - სამნიძე

03.05.23 12:38
არის საუბარი, რომ ნიკა მელია პარტიას ქმნის და მოლაპარაკებების რეჟიმშია - სამნიძე

"რესპუბლიკელების" ლიდერი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე პარტიის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ინგრა გრიგოლიას გადაცემაში ისაუბრა. მისი თქმით, ნიკა მელია მოლაპარაკებების რეჟიმშია. 

მე ინფორმაცია იმაზე მაქვს, რომ პარტიები იქმნება, ერთ-ორ პარტიაზეა საუბარი. არის საუბარი, რომ ნიკა მელიამ შეიძლება შექმნას პარტია. რომ ვამბობ, რომ ფრაგმენტირებულია ძალიან ოპოზიცია, ასე ფრაგმენტულები ჩვენ ვერ დავრჩებით იმიტომ, რომ 5%-ია ბარიერი, 5%-ის პირობებში ყველა ეს საუბარი კოალიციური მმართველობა, ყველაფერი იქნება თეორიები იმიტომ, რომ 2 პარტია დარჩება, სულ ვინც შევა პარლამენტში,  - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.