ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას "ცუდად" აფასებს - NDI-ის კვლევა
ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას "ცუდად" აფასებს - ასეთი შედეგი აჩვენა NDI-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ.
კითხვაზე, გთხოვთ, შეაფასოთ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა პასუხები ასე გადანაწილდა:
- კარგი - 9%
- საშუალო - 42%
- ცუდი - 48%
- არ ვიცი - 1%
კვლევა 2023 წლის მარტში სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით 17-23 მარტს ჩატარდა. კვლევა1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2%-ია (ცდომილების ზღვარი პასუხის მიხედვით იცვლება). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.