,,ოცნებამ" პარტიის შიგნით სრული ჯოჯოხეთი მოაწყო - გიგი უგულავა

17.05.21 13:45
,,ოცნებამ" პარტიის შიგნით სრული ჯოჯოხეთი მოაწყო - გიგი უგულავა

გიგი უგულავა ზუგდიდის მერის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ,,ოცნება" პარტიის შიგნით წმენდას ახორციელებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ გეგა შენგელიას 4 თვეში ვადა ისედაც ეწურებოდა.

ბევრი წვალების, სიყალბის, ძალადობის, ადამიანების თავზე გადავლის და დანაშაულის შედეგად არჩეული ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია გადამდგარა. ის ისედაც რიგგარეშე არჩევნებზე შეირჩა, როცა სანდრა რულოვსი "დაამარცხა". გადადგა, როცა ვადა ისედაც 4 თვეში ეწურებოდა. ჩემი დაკვირვებით, ,,ოცნების" ზუგდიდის ამალაში ის კიდევ ბევრს სჯობდა. ასეთ პოლიტიკურ ვითარებაში ვერ ვიმუშავებო- გვამცნო მან. არადა, სხვების დევნაზე არასდროს ხმა არ ამოუღია. როგორც სჩანს, ,,ოცნებამ" სრული ჯოჯოხეთი მოაწყო პარტიის შიგნით. შენგელიას კი ერთს ვეტყოდი - რაც არ გერგება, არ შეგერგება

ზუგდიდის მერმა, გეგა შენგელიამ, დღეს გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.  

მსგავსი სიახლეები