NATO-ს მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია - NDI

03.05.23 12:53
NATO-ს მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია - NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობაში NATO-ს მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია.

შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • მისაღებია - 73%
  • მიუღებელია - 13%
  • არ ვიცი - 13%

აღსანიშნავია, მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალია ახალგაზრდებს შორის.

კვლევა 2023 წლის მარტში სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით 17-23 მარტს ჩატარდა.  კვლევა1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2%-ია (ცდომილების ზღვარი პასუხის მიხედვით იცვლება). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.