ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს? - "ოცნება" - 20% "ენმ" - 5% , არცერთი - 34% - NDI-ის კვლევის შედეგები
"ოცნება" 20%, "ენმ" 5% , არცერთი 34% - ასე გადანაწილდა NDI-ის უახლესი კვლევის შედეგები, რომრლიც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
ირკვევა, რომ მოსახლეობის უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, უმეტესობამ არ იცის, ვის მისცემდა ხმას:
- არცერთი - 34%
- არ ვიცი - 26%
- ქართული ოცნება - 20%
- უარი პასუხზე - 9%
- ენმ- 5%
- სხვა პარტიები 6%
გამოკითხულთა 57% ამბობს, რომ არცერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს.
კვლევა 2023 წლის მარტში სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით 17-23 მარტს ჩატარდა. კვლევა1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2%-ია (ცდომილების ზღვარი პასუხის მიხედვით იცვლება). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.