დამშვიდდით, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონს არ მივიღებთ - მდინარაძე ოპოზიციას

03.05.23 13:19
დამშვიდდით, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონს არ მივიღებთ - მდინარაძე ოპოზიციას

"ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ მათი მხარდამჭერი პრორუსული ძალის მიერ ინიცრებულ, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონს მმართველი გუნდი არ მიიღებს. სახელსუფლებო გუნდის წევრი ამბობს, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას ხელისუფლებამ ჯანსაღი პროპაგანდა უდა დაუპირისპიროს. 

თქვენ ნუ შეაფასებთ ვინ პრორუსულია. თქვენი შეფასებით, „ქართული ოცნებაც“ პრურუსულია და აბსოლუტური ფეიკი და მავნებლობაა ასეთი შეფასებები. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ნაცმოძრაობა, მისი კლასტები და მისი ტელევიზიები ძალიან შეშფოთდნენ ამ თემის გამო და მინდა დაგაწყნაროთ, ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება, გავიმეორებ, სამართლებრივი მოსაზრებების გამო. ვფიქრობ, რომ ნებისმიერ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ კანსაღი პროპაგანდა. აბსულუტურად სხვა რამ არის ადამიანთა  ნებისმიერი ჯგუფის წარმომადგენლების დაცვა, რასაც განუხრელად, ბუნებრივია, მისდევს ჩვენი ქვეყანა, - ამბობს მდინდარაძე. 

"ალტ ინფოს" დამფუძნებელმა კოკა მორგოშიამ დღეს თქვა, რომ პარლამენტი მათ მიერ ინიცრებულ კანონპროექტს განიხილავს, რომელიც მიზნად ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ისახავს. ამავეს აცხადებს "ევროპელ-სოციალისტების" ლიდერი ფრიდონ ინჯიაც, რომელიც აღნიშნული კანონპროექტის მომზადებას აანოსებს.