მოსახლეობის უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია - NDI - ის კვლევა

03.05.23 13:00
მოსახლეობის უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია - NDI - ის კვლევა

NDI - ის კვლევით, გამოკითხულთა უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოების განწყობის კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 60%-მა არ იცის ან არ ასახელებს არცერთ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდა.

რაც შეეხება ცალკეული პარტიების მხარდამჭერთა ინდივიდუალურ მაჩვენებლებს, ის რეკორდულად დაბალია:

ხვალ რომ არჩევნები იყოს, მოსახლეობის 20% თვლის, რომ ქართულ ოცნებას დაუჭერდა მხარს,  5%  "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"

კვლევა 2023 წლის მარტში სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით 17-23 მარტს ჩატარდა.  კვლევა1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2%-ია (ცდომილების ზღვარი პასუხის მიხედვით იცვლება). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.