"საბოტაჟი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე" - დეკანოიძე "ალტ-ინფოს" და ინჯიას ინიციატივაზე
"ალტ-ინფოს" და ასევე ფრიდონ ინჯიას ინიციატივას, რომლებიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღების ინიციატივით გამოდიან, დეპუტატი ხატია დეკანოიძე ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე საბოტაჟს უწოდებს.
ოპოზიციის წევრის თქმით, პრორუსული ძალების გააქტიურება, სწორედ კანდიდატის სტატუსის მიღების ვადის მოახლოებასთან არისკავშირში.
ნებისმიერი ინიციატივა „ალტ-ინფოსგან“, ფრიდონ ინჯიასგან, პრორუსული ჯგუფებისგან, რომელიც, რეალურად, გულისხმობს ახალი რუსული კანონმდებლობის შემოტანას, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის საბოტაჟი, მათ შორის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. დარწმუნებული ვარ და ვიყავი ისედაც, რომ პრორუსული ჯგუფების გააქტიურება, რა თქმა უნდა, მოხდებოდა სწორედ კანდიდატის სტატუსის მიღების წინ, - ამბობს დეკანოიძე.
"ალტ ინფოს" დამფუძნებელმა კოკა მორგოშიამ დღეს თქვა, რომ პარლამენტი მათ მიერ ინიცრებულ კანონპროექტს განიხილავს, რომელიც მიზნად ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ისახავს. ამავეს აცხადებს "ევროპელ-სოციალისტების" ლიდერი ფრიდონ ინჯიაც, რომელიც აღნიშნული კანონპროექტის მომზადებას აანოსებს.