"რუსული კანონია" - ელენე ხოშტარია მოძალადეების კანონპროექტზე
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია "ალტ- ინფოს" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს რუსულ კანონს უწოდებს. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ კანონპროექტი "ოცნების" მიერ უკვე მხარდაჭერილია, თუმცა ის მარცხისთის წინდაწინ განწირულია.
ეს არის რუსული კანონი, პირდაპირ უკვე, ღიად „ალტ-ინფოსგან“ შემოთავაზებული თავის შინაარსით, უკვე, პრაქტიკულად, „ქართული ოცნების“ მხრიდან მხარდაჭერილი. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენთან არის მცდელობა რუსული კანონის თავზე მოხვევის, რაც არის საბოტაჟი ჩვენი ევროპული არჩევანის, ის მთავრდება ხელისუფლების მარცხით, - ამბობს ხოშტარია.
"ალტ ინფოს" დამფუძნებელმა კოკა მორგოშიამ დღეს თქვა, რომ პარლამენტი მათ მიერ ინიცრებულ კანონპროექტს განიხილავს, რომელიც მიზნად ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ისახავს. ამავეს აცხადებს "ევროპელ-სოციალისტების" ლიდერი ფრიდონ ინჯიაც, რომელიც აღნიშნული კანონპროექტის მომზადებას აანოსებს.