პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტი - ვინ როგორ აფასებს ხელისუფლების საქმიანობას?
პრეზიდენტისა და პრემიერის საქმიანობის შეფასება სტაბილურია, პარლამენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასება კი ოდნავ გაიზარდა - ასეთია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის შედეგები.
პრეზიდენტის საქმიანობის მაჩვენებელი ასეთია:
- 17% კარგად აფასებს;
- 41% საშუალოდ;
- 28% ცუდად;
- 13% ამბობს რომ არ იცის;
- 1% უარს ამბობს პასუხზე;
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ახალგაზრდებსა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორისაა.
პრემიერის საქმიანობა გამოკითხულმა მოსახლეობამ ასე შეაფასა:
- 30% კარგად აფასებს;
- 31% საშუალოდ;
- 28% ცუდად;
- 10% ამბობს, რომ არ იცის;
- 1% უარი პასუხზე.
ამასთან, ირკვევა, რომ პრემიერის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი სოფლის ტიპის დასახლებებში, 55+ ასაკის მოსახლეობასა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორისაა
პარლამენტის საქმიანობას:
- 13% კარგად აფასებს;
- 40% საშუალოდ;
- 37% ცუდად;
- 9% ამბობს არ ვიცი;
- 1% უარი პასუხზე.
კვლევის მიხედვით, პარლამენტისადმი დამოკიდებულება პარტიულ სიმპათიებთან არის კავშირში 24 ქართული ოცნების მხარდამჭერთა უმეტესობა პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო ოპოზიციის მხარდამჭერთა უმრავლესობა - უარყოფითად.
კვლევა 2023 წლის მარტში სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით 17-23 მარტს ჩატარდა. კვლევა1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2%-ია (ცდომილების ზღვარი პასუხის მიხედვით იცვლება). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.