ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი "ალტ-ინფო" ციხეში უნდა იჯდეს - ნაცვლიშვილი

03.05.23 13:54
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი "ალტ-ინფო" ციხეში უნდა იჯდეს - ნაცვლიშვილი

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ "ალტ-ინფო", რომელიც "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიკვდილზეა პასუხისმგებელი, კანონპროექტების ინიცირების ნაცვლად, ახლა ციხეში სასჯელს უნდა იხდიდეს. 

„ალტ-ინფო“, რომელიც პასუხისმგებელია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე, კანონპროექტებს კი არ უნდა აინიცირებდეს, მართლმსაჯულების  წინაშე უნდა წარდგეს და უნდა იჯდეს ციხეში, - ამბობს ნაცვლიშვილი. 

"ალტ ინფოს" დამფუძნებელმა კოკა მორგოშიამ დღეს თქვა, რომ პარლამენტი მათ მიერ ინიცრებულ კანონპროექტს განიხილავს, რომელიც მიზნად ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ისახავს. ამავეს აცხადებს "ევროპელ-სოციალისტების" ლიდერი ფრიდონ ინჯიაც, რომელიც აღნიშნული კანონპროექტის მომზადებას აანოსებს.