ვაკის პარკის შადრევნის საქმე - სასამართლო ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით მიმდინარეობს
სასამართლოში ვაკის პარკის შადრევნის საქმის განხილვა გრძელდება - მოსამართლე "გრინ სერვისის" ერთ-ერთი მენეჯერის ჩვენებას ისმენს.
ასევე დაიკითხება საქმის მთავარი გამომძიებელი, რომელთანაც ძალიან მწვავე კითხვები აქვთ საქმის ადვოკატებს "ცხაურთან" დაკავშირებით.
გამოძიება ვერ ხსნის ცხაურის დაზიანების მიზეზს, ამიტომ ფიქრობვენ, რომ შესაძლოა, მუნიციპალური ლაბორატორიის პასუხისმგებლობაც კი დადგეს.
რაც შეეხება საქმის პროკურორს, ის ამბობს, რომ საქმე ძიების პროცესშია და შესაძლებელია ბრალდებულთა წრე ისევ გაიზარდოს.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა.