საქართველოში ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს - NDI-ის კვლევა

03.05.23 13:20
საქართველოში ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს - NDI-ის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, საქართველოსი ყოველი მეექვსე 
მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. 

NDI-ის კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყნის დატოვების სურვილი შედარებით მაღალია ახალგაზრდა მოქალაქეებსა და კაცებს შორის.

კითხვაზე რამდენად მოსალოდნელია, ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ?  2022 წლის დეკემბერში გამოკითხული მოსახლეობის პასუხები იყო ასეთი:

  • მოსალოდნელია - 20%,
  • არ არის მოსალოდნელი - 76%,
  • არ ვიცი - 4%. 

2023 წლის მარტში შედეგები ასე გამოიყურება:

  • მოსალოდნელია 15%,
  • არ არის მოსალოდნელი - 82%,
  • არ ვიცი - 3%.

თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს. 

კვლევა 2023 წლის მარტში სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით 17-23 მარტს ჩატარდა.  კვლევა1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2%-ია (ცდომილების ზღვარი პასუხის მიხედვით იცვლება). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.