ენმ-მ უნდა გაასამართლოს მოსამართლეები? ეს არის სამართლიანობა? - ირაკლი ზარქუა

03.05.23 14:21
ენმ-მ უნდა გაასამართლოს მოსამართლეები? ეს არის სამართლიანობა? - ირაკლი ზარქუა

"ქართული ოცნების" ლიდერი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" სანქცირებული მოსამართლეების გასამართლების მორალური უფლება არ აქვს. დეპუტატის თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ მათ ქვეყანას საბოტაჟი მოუწყონ. 

"ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა გაასამართლოს მოსამართლეები? ეს არის სამართლიანობა და ეს არის ნორმალური? არა, ბატონო, ჩვენ არ მივცემთ საშუალებას, რომ საბოტაჟი მოუწყონ ქვეყანას. ეს ის ხალხია, რომელთაც თქვეს მანდატები არ გვინდა და შეგვიწყვიტეთო და ჩვენ შევუწყვიტეთ და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გვიჩიოდნენ, რატომ არ შეგვიწყვიტეთო დღეს ახლა ერთმანეთს ასწრებენ პარლამენტში რომ იჯდნენ. აბა, ჰკითხეთ რომელიმეს გასვლა უნდა თუ არა, არცერთს არ უნდა გასვლა, - ირაკლი ზარქუა.

ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. სხდომათა დარბაზში ხელმოწერები გუშინ შეაგროვეს.  საქმე ეხება სახელისუფლებო გუნდის მხრიდან საგამოძიებო კომისიის  მინზამიმართულად ჩაგდების საკითხს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ „ოცნება“ კონსტიტუციას არღვევს