"ოცნება" სასამართლო კლანთან დაკავშირებით ბრძანებებს ბიძინა ივანიშვილისგან იღებს - სამნიძე
"რესპუბლიკელების" ლიდერი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ "ოცნება" კლანს ეფარება, რადგან სიმართლის დადგენის ეშინია.
სამნიძის თქმით, მმართველი გუნდი სასამართლო კლანთან დაკავშირებით ბრძანებებს ბიძინა ივანიშვილისგან იღებს.
სასჯელი მზადდება, ეს არის ეს პასუხი ბატონი სპიკერის უკანონო ანტისაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებზე, რომ შეგვიზღუდა უფლება შევქმნათ საგამოძიებო კომისია, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს 50 ხმა, იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" გადაეფარა კლანს, იმიტომ, რომ "ოცნებას" ეშინია სიმართლის დადგენის. მმართველი გუნდი იღებს ბრძანებებს ბიძინა ივანიშვილისგან, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია კლანთან". - ამბობს ხათუნა სამნიძე.
ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. სხდომათა დარბაზში ხელმოწერები გუშინ შეაგროვეს. საქმე ეხება სახელისუფლებო გუნდის მხრიდან საგამოძიებო კომისიის მინზამიმართულად ჩაგდების საკითხს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ „ოცნება“ კონსტიტუციას არღვევს.