რუსეთი აგრესიული მოქმედებების გასამართლებლად წინაპირობებს ქმნის - უსაფრთხოების ექსპერტი "ფსბ"-ს ბრალდებებზე

03.05.23 15:23
რუსეთი აგრესიული მოქმედებების გასამართლებლად წინაპირობებს ქმნის - უსაფრთხოების ექსპერტი "ფსბ"-ს ბრალდებებზე

ფსბ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსეთში შენიღბული ბომბები საქართველოს გავლით შედიოდა, უსაფრთხოების სპეციალისტები მორიგ პროვოკაციად აფასებენ. ანდრო გოცირიძე ამბობს, რომ რუსეთი საქართველოში აგრესიული მოქმედებების გასამართლებლად წინაპირობებს ქმნის.

ეს არის კიდევ ერთი პროვოკაცია რუსეთის მხრიდან და ძალიან უსუსური დეზინფორმაციაა. ანუ რუსეთის დასაზვერვო სამსახური მუშაობს თავის ჩვეულ რეჟიმში, ჯერ კიდევ აფხაზეთში მიმდნარე რუსული ოკუპაციის დროიდან. იქ ქართელებს აბრალებდნენ სოხუმის დაბომბვას. თუკი რუსეთი იმას უშვებს, რომ რუსული კონტრაბანდული ტვირთვისთვის არ შეიძლება საქარტელოში გავლა, როგორ არის წარმოსადგენი საერთოდ, რომ ფეთქებადი ნივთიერება საქართველოს გავლით გადიოდეს რუსეთში. ეს არის რუსული ნარატივის ერთ-ერთი ძირითადი დადასტურება, რომ სწორედ რუსეთია დაინტერესებული საქართველოში გართულებებით, საქართველოს ომში ჩათრევით ან საქართველოს როგორც დესტაბილიზაციის ფაქტორით წარმოჩენით, რომ გაამართლოს თავისი შემდგომი არამეგობრული, მტრული მოქმედებები საქართველოს მიმართ. რუსეთი ამგვარი გამოსვლებით სისტემატურად ქმნის გარკვეულ წინაპირობებს, მისი შემდგომი აგრესიული მოქმედებების გასამართლებლად. მნიშვნელობა არ აქვს, ეს აგრესიული მოქმედება დღეს იქნება თუ ხვალ. ის, უბრალოდ, ასეთ თესლს ყრის, რომ შემდგომ ამისგან ნაყოფი მიიღოს, - ამბოლბს გოცირიძე.