NDI-ს კვლევა ხელისუფლების ვერდიქტია - საბა ბუაძე
"ვერდიქტი ამ ხელისუფლებისთვის", - ასე აფასებს "ლელოს" წევრი საბა ბუაძე NDI-ს კვლევის შედეგებს, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოში ყოველ მე-6 მოქალაქეს ქვეყნიდან წასვლა უნდა.
ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ პრობლემა ქვეყანაში არსებულ კორუფციაშია, რომელიც ხალხს აღარიბებს, ხოლო ხელოისუფლების წევრებს ამდიდრებს.
ეს კვლევა არის პირდაპირი ვერდიქტი ამ ხელისუფლებისთვის, სადაც ძალიან კარგად ჩანს ის უპერსპექტივობა და ეკონომიკური დაღმასვლა, რომელიც მოიტანა „ქართული ოცნების“ მმართველობამ და ძალიან კარგად ჩანს, რომ ადამიანების დიდი ნაწილი გამოსავალს ხედავს ამ ქვეყნიდან გაქცევაში. ეს უნდობლობა ძალიან დიდწილად გამოწვეულია იმ კორუფციით, რომელიც ივანიშვილის მმართველობის პირობებში შეიქმნა. კორუფცია ჯიბიდან აცლის ფულს მოქალაქეებს და ანაწილებს მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე ისე, რომ არც საქმე კეთდება და იზრდება მხოლოდ და მხოლოდ უპერსპექტივობა, - ამბობს საბა ბუაძე.