დაფიქსირდა ცდომილების რეკორდი - 40%-იანი ცდომილება - მდინარაძე NDI-ის კვლევაზე
"ქართული ოცნება" NDI-ის კვლევას უნდობლობას უცხადებს - მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ამტკიცებს, რომ მონეცემებში "ცდომილების რეკორდი დაფიქსირდა". მისი თქმით, ამ მონაცემებითაც კი "ქართულ ოცნებას" ორჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს ვიდრე დანარჩენ ოპოზიციას:
NDI არწმუნებს საზოგადოებას, რომ „ქართულ ოცნებას“ 20% აქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაფიქსირდა ცდომილების რეკორდი - 40%-იანი ცდომილება. რამდენიმე დღის წინ ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ყველაზე მაღალი აქტივობის შემთხვევაშიც კი, „ქართულმა ოცნებამ“ დაახლოებით 60% მიიღო. თუ სხვას ერთად „ნაცმოძრაობასთან“ აქვს 11% , „ნაცმოძრაობას“ 20%, დაახლოებით 2-ჯერ მეტი აქვს „ქართულ ოცნებას“ ყველა დანარჩენზე.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობის შემთხვევაში, იმ ოლქებში და უბნებში, სადაც არჩევნები ჩატარდა, რამდენი ადამიანიც მივიდა, ის იქნებოდა დაახლოებით, 60%.
მდინარაძის მტკიცებით, 2021 წლის რეიტინგთან შედარებით „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაზრდილია.
NDI - ის კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 20% დაუჭერდა მხარს, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 5%, სხვა პარტიებს ჯამურად კი 6% მისცემდა ხმას.