ხაბეიშვილი NDI-ის კვლევაზე - ოპოზიციურ პარტიებსძალიან ბევრი მუშაობა მოუწევთ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2023 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აფასებს და აცხადებს, რომ "ოპოზიციურ პარტიებს დიდი მუშაობა მოუწევთ".
ამასთან, ლევან ხებეიშვილის განცხადებით, სატელეფონო საუბრის დროს ადამიანებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების ეშინიათ:
„რაც შეეხება ზრდას იმისას, რომ კონკრეტული ადამიანები არ ასახელებენ პოლიტიკურ პარტიებს, დიახ, ესეც პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ სატელეფონო საუბრის დროს ადამიანებს ეშინიათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების, თუმცა ცხადია, ოპოზიციურ პარტიებს მოუწევთ ძალიან ბევრი მუშაობა, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა 24 საათიან რეჟიმში მუშაობას, ხვდება მოქალაქეებს, მუშაობს სხვადასხვა პროგრამებზე, სხვადასხვა შეთავაზებებზე და მნიშვნელოვანია, რომ ნაციონალური მოძრაობა, როგორც ყველაზე დიდი პროდასავლური პარტია საქართველოში მზად არის, სათანამშრომლოდ, მზად არის საბრძოლველად რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ“ - ლევან ხაბეიშვილი.
NDI - ის კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 20% დაუჭერდა მხარს, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 5%, სხვა პარტიებს ჯამურად კი 6% მისცემდა ხმას.