მოსკოვის ბრალდებები საქართველოს - რას ამბობენ "ქართულ ოცნებაში"
რუსეთის გამოძიების ფედერალური ბიუროს სკანდალურ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც უკრაინა რუსეთში ტერაქტების მოსაწყობად საქართველოს ტერიტორიას იყენებდა, "ქართულ ოცნებაში" პასუხობენ.
არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო იცავს, იმ წესებს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ არის დაწესებული.
"მსგავს საკითხებზე არაერთი სპეკულაცია იყო მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. მინდა გითხრათ, რომ არავითარი ობიექტური საფუძველი არც აქამდე არ ყოფილა, არც დღეს არ არის. ჩვენ გვაქვს მკაფიო პასუხი ამასთან დაკავშირებით. საქართველო იცავს, იმ წესებს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ და ჩვენი პარტნიორების მიერ არის დაწესებული, ომის მიმდინარეობის დროს" - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
პუტინის რეჟიმი ამტკიცებს, რომ თითქოს ბრიტანული ბომბები რომელიც გაზქურებში იყო ჩამონტაჟებული რუსეთში საქართველოს გავლით ლარსიდან შეჰქონდა, შემდეგ კი ეს საყოფაცხოვრებო ტექნიკა ყირიმში უნდა აეფეთქებინათ.