გვარამიას პატიმრობის უკან დგას ძალა, რომელიც რუსეთთან კავშირების შენარჩუნებას ცდილობს - უცხოელი დიპლომატი

03.05.23 17:31
გვარამიას პატიმრობის უკან დგას ძალა, რომელიც რუსეთთან კავშირების შენარჩუნებას ცდილობს - უცხოელი დიპლომატი

ორბელიანის სასახლესთან ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ყოფილი ევროპარლამენტარები და გერმანიის პარლამენტის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

ბუნდესტაგის ყოფილი წევრი ამბობს, რომ ნიკა გვარამაის პატიმრობის უკან რაღაც სხვა ძალა დგას, რომელიც რუსეთთან კავშირების შენარჩუნებას ცდილობს.

ჩანს რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების უკან რაღაც სხვა ძალა დგას, რომელიც პროცესებს მართავს, რომელიც ერთი მხრივ ცდილობს რომ საკუთარი ბიზნესი და კავშირები რუსეთთან შეინარჩუნოს, მეორე მხრივ კი შექმნას შთაბეჭდილება რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. ჩვენ ვხედავთ რომ მთავრობა ძალიან დამოკიდებულია ამ ადამიანზე და რეალური სურვილი იმისა, რომ ქართველ ხალხს თავისუფლება მისცენ არ არსებობს. ისინი უბრალოდ ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობენ, რისთვისაც რუსეთმა ყველა დამოუკიდებელი მედია გააჩუმა, სწორედ ეს იყო პუტინის პირველი გადაწყვეტილება". - ამბობს გერმანიის პარლამენტის ყოფილი წარმომადგენელი.