გვარამიას პატიმრობა საქართველოს დემოკრატიაზე ღელვის საფუძველს აჩენს - უცხოელი დიპლომატი

03.05.23 17:37
გვარამიას პატიმრობა საქართველოს დემოკრატიაზე ღელვის საფუძველს აჩენს - უცხოელი დიპლომატი

სალომე ზურაბიშვილი დუმილის რეჟიმშია - აპირებს თუ არა ნიკა გვარამიას შეწყალებას, პრეზიდენტი ისევ არაფერს ამბობს. დღეს "ქართული ოცნების" პოლიტიკურ მძევლის გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტს ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ მიმართეს. ორბელიანის სასახლესთან აქციაზე ყოფილი ევროპარლამენტარები და გერმანიის პარლამენტის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მედია ზეწოლის ქვეშაა, მაგრამ საქართველოს პატიმრობაში ჰყავს ერთ-ერთი საკმაოდ გავლენიანი ჟურნალსიტი, ბრალდებით რაც საკმაოდ არადამაჯერებელია. ვფიქრობ ძალიან კარგია, რომ ხალხი და განსაკუთრებით ნიკას კოლეგები აქ მოდიან და საქართველოს პრეზიდენტს ახსენებენ, რომ მედიაპლურალიზმზე პასუხისმგებლობა მასაც ეკისრება და ნიკა გვარამიას გათავისუფლების გასაღები მის ხელშია. ნიკა გვარამიას პატიმრობა, საქართველოს დემოკრატიაზე ღელვის საფუძველს აჩენს.  მთავრობის მიერ უცხოელი აგენტების კანონის განხილვა ჩემი აზრით ძალიან დიდი შეცდომა და ევროპული გზიდან გადახვევა იყო. მაგრამ საბედნიეროდ ქართველი ხალხი და განსაკუთრებით ახალგაზრდები საქართველოს დემოკრატიას იცავენ".  - ამბობს ყოფილი ევროპარლამენტარი.