საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე ყოველწლიურად უფრო დამოკიდებული ხდება - ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ

03.05.23 17:55
საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე ყოველწლიურად უფრო დამოკიდებული ხდება - ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ

საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კიდევ მეტად გაიზარდა. ექსპრეტები ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყნა ოკუპანტ ქვეყნაზე ყოველწლიურად მეტად დამოკიდებული ხდება. ამ ფაქტს ევროპარლამენტის დაკვეთით ჩატარებული კვლევაც ადასტურებს, რომლითაც დგინდება, რომ რუსული ბაზრისგან განსხვავებით ევროკავშირში ექსპორტმა სრული კრახი განიცადა და იქ საქართველოდან პროდუქცია ფაქტობრივად აღარ შედის.

ექსპერტები და ეკონომისტები მთავრობას მოუწოდებენ მონახონ ალტერნატიული გზები იმისთის, რომ საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად არ გაიზარდოს. 

საქართველოს აქვს გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულება ევროკავშირთან, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ქართული ეკონომიკა მაქსიმალურად უნდა ადაპტირდეს ევროკავშირთან, ნაცვლად ამისა, ვიღებთ იმას, რომ ქართული ეკონომიკა ხდება ინტეგრირებული რუსულ ეკონომიკასთან, რაც თავისთავად ცუდია, ვინაიდან ეს ქვეყანა არის სანქცირებული, საერთაშორისო ეკონომიკური საზოგადოებიდან გარიყული, რაც საქართველოს თავისთავად არ მოუტანს პოზიტიურ რეპუტაციას, ვიანიდან ჩვენი მიზანია, რომ ვიყოთ გაშლილი მსოფლიო ეკონომიკურ ბაზარზე და არა ორიენტირებული ოკუპანტ და მითუმეტეს სანქცირებულ ქვეყანასთან". - ამბობს ოთარ აბესაძე.