"ხელისუფლება ემზადება იმისთვის, რომ ძალადობრივად, როგორმე ხელისუფლებაში 2024-შიც დარჩეს" - ნაცვლიშვილი

04.05.23 12:57
"ხელისუფლება ემზადება იმისთვის, რომ ძალადობრივად, როგორმე ხელისუფლებაში 2024-შიც დარჩეს" - ნაცვლიშვილი

"ქართულმა ოცნებამ" სტრატეგიული პარტნიორები კიდევ ერთხელ გადააგდო. შალვა პაპუაშვილი აანონსებს რომ საარჩევნო ბარიერი არ დაიწევა.

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" გამოიყენებს ყველანაირ ბერკეტს მმართველი ძალის სტატუსის შესანარჩუნებლად, ამისათვის კი ისინი ძალადობასაც კი არ მოერიდებიან.

"ხელისუფლება ემზადება იმისთვის, რომ ძალადობრივად, ყველანაირი ძალადობით, კონსტიტუციური ძალადობით, ადმინისტრაციული ძალადობით, ფიზიკური ძალადობით, უსამართლო გარემოს შექმნით დარჩეს როგორმე ხელისუფლებაში 2024-შიც, იმიტომ, რომ მათთვის ნათელია თუ ისინი არ გამოიყენებენ ყველა ბერკეტს, რომ სათავისო შედეგი მიიღონ, სამართლიან და თანასწორ გარემოში, საზოგადოება მათ აღარ მიანიჭებს მმართველი ძალის სტატუსს. "ოცნების" იმედად ყოფნა არ შეიძლება, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ იმის იმედად, რომ მოვამზადოთ საზოგადოება ერთი წლის, ამ დარჩენილი დროის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის" - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

პარლამენტის თავმჯოდომარე ამბობს რომ 2 პროცენტიანი ბარიერით საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ხელოვნური პლურალიზმი იქნება. სამთავრობო მედიის ეთერში, პაპუაშვილმა უარყო კობახიძის დათქმებიც, რომელიც ევროპას ჰპირდებოდა, რომ 2023 წლიდან პარლამენტი დაუყოვნებლივ აამოქმედებდა ახალ კანონს და არჩევნები ორ პროცენტიანი ბარიერით ჩატარდებოდა.