"ევროპელი სოციალისტების" დამოკიდებულება გაუგებარია - მიხეილ სარჯველაძე
"ქართული ოცნების" ლიდერი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ევროპელ-სოციალისტების დამოკიდებულება გაუგებარია, რადგან პრემიერს ბუდაპეშტის კონფერენციაზე მათთვის მიუღებელი არაფერი უთქვამს. მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ განსხვავებული აზრის ქონის უფლება ყველას აქვს.
აბსოლუტურად გაურკვეველია ჩემთვის და გაუგებარი. განცხადებები, გამოსვლა პრემიერ-მინისტრის, მე არ მგონია, რომ იქ რაიმე იყო ისეთი, რაც შეიძლება დასაწუნი ყოფილიყო ან თუნდაც არათავსებადი ევროპულ ღირებულებებთან. არ შეიძლება საკითხის ამგვარად დაყენება, რომ რაღაც გარემოებების გამო ვინმე თვლიდეს, რომ შეიძლება არ ჰქონდეს განსხვავებული შეხედულება ვინმესგან, - ამბობს სარჯველაძე.
ევროპელი სოციალისტების პარტია (PES), რომლის დამკვირვებელი წევრი "ქართული ოცნებაა", ივნისში ივანიშვილის გუნდის ჯგუფიდან გარიცხვაზე იმსჯელებს. ამის შესახებ განცხადებას ევროპელი პარტნიორების ავრცელებენ. მათი განმარტებით, მიზეზი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრორუს ლიდერებთან ერთად ბუდაპეშტში, კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობა და პრორუსული ღირებულებების გაზიარებაა.