კანდიდატის სტატუსი კი არა, თავად "ოცნებაა" სიმბოლური - გეგელია

06.05.23 17:45
კანდიდატის სტატუსი კი არა, თავად "ოცნებაა" სიმბოლური - გეგელია

"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი კი არა, არამედ თავად "ქართული ოცნებაა" სიმბოლური.

კანდიდატის სტატუსი არ არის სიმბოლური, ეს არის ძალიან პრაქტული, ძალიან რეალური. სიმბოლური არის "ქართული ოცნება", რომელიც არავითარი მანდატით, არავითარი მხარდაჭერით არ გამოირჩევა და ძალაუფლება აქვს მიტაცებული". - ამბობს გრიგოლ გეგელია. 

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ევროკაშირის ელჩის თანდასწრებით კანდიდატის სტატუსს სიმბოლური უწოდა.