სკანდალი: პრეზიდენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შერჩევის უფლებას ართმევენ
ქვეყანაში ახალმა პოლიტიკურმა სკანდალმა იფეთქა. პრეზიდენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შერჩევის უფლებას ართმევენ. ინიციატივით მამუკა მდინარაძე გამოვიდა.
დღემდე პარლამენტში საარჩევნო ადმინტრაციის შეფის კანდიდატურას ზურაბიშვილი წარადგენდა, ახლა ეს უფლება "ქართული ოცნების" ხელში გადადის.
ოპოზიციამ ფაქტი პრეზიდენტის ინსტიტუტზე იერიშად და უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.