"ღია განაცხადი" - 9 მაისი საქართველოს პარლამენტმა ქართველ ხალხს საბჭოთა სიმბოლიკით მიულოცა
გზავნილი რუსეთისთვის - ფაშიზმზე გამარჯვების დღე საქართველოს პარლამენტმა ქართველ ხალხს საბჭოთა სიმბოლიკით მიულოცა. ფოტო, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვას თან დაურთეს მხოლოდ მას შემდეგ შეცვალეს, რაც მას საზოგაოდების ვნებათღელვა მოჰყვა.
ისტორიკოსები ამბობენ, რომ ფოტომ საბჭოთა სიმბოლიკით - ნამგალი და ურო, ხელისუფლების არჩევანი, ფაქტობრივად, ღიად დაადეკლარირა. მათი თქმით, ეს არის "ოცნების" განაცხადი, რომ ირჩევს რუსეთს და არა ევროპას.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.