"მორიგი რუსული პროვოკაციაა" - პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის მოხსნაზე
საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის და პირდაპირი ფრენების აკრძალვის მოხსნის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან მორიგ პროვოკაციად აფასებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე" წერს.
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის აღდგენა მიუღებელია მანამ, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
მორიგი რუსული პროვოკაცია!
საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო აკრძალვის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი აგრძელებს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორია!, - წერს ზურაბიშვილი.