ზურაბიშვილს ერთი ადგილი თუ აქვს, ჩავიდეს ევროპაში და უთხრას, თქვენ საქართველო დასაჯეთ - ზარქუა

10.05.23 18:47
ზურაბიშვილს ერთი ადგილი თუ აქვს, ჩავიდეს ევროპაში და უთხრას, თქვენ საქართველო დასაჯეთ - ზარქუა

"ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა პრეზიდენტის განცხადებას პუტინის გადაწყვეტილების შესახებ რეალობიდან აცდენილს უწოდებს და ამბობს, "ერთი ადგილი თუ აქვს", პრეზიდენტი უნდა ჩავიდეს ევროპაში და უთხრას, რომ ევროპამ საქართველო დასაჯა, როცა კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა

ზარქუას თქმით, სალომე ზურაბიშვილისგან მთავარსარდალი ვერ შედგა და არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ მავნებლობს.

"რაც შეეხება პრეზიდენტს, ბოლო პერიოდში აცდენილია რეალობას, ვერ საზღვრავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში რა არის და რა - არა. ახლა მივიდეს და უთხრას მილიონამდე ეთნიკურ ქართველს, რომ ეს არ არის სწორი, რომ ისევ უნდა იწვალონ, გადმოფრინდნენ ერევნით, აზერბაიჯანით, მეტი დახარჯონ, აღარაფერს ვამბობ ტურისტულ სარგებელზე. დაელაპარაკოს იმ მოქალაქეებს ქალბატონი სალომე, მივიდეს და უთხრას: "იცით რა, თქვენ არ გეკუთვნით, მიუხედავად იმისა, რომ გაგიმარტივდათ საქართველოში ჩამოსვლა, ჩვენ მაინც უნდა გაგირთულოთ". აცდენილია, ვერ შედგა მისგან ვერც მთავარსარდალი, ვერც საქართველოს ლიდერი და ვერც პოლიტიკური ფიგურა, ამიტომ მიწურვის ჟამი უდგება პრეზიდენტობის ვადის და უნდა დაამახსოვროს საქართველოს თავი როგორც მებრძოლმა ევროინტეგრაციისთვის. მაგის შნო და ერთი ადგილი თუ აქვს, აბრძანდეს, ჩავიდეს ევროპაში და უთხრას თქვენ საქართველოს მოქალაქეები და საქართველო დასაჯეთ, როცა სამართლიანად ეკუთვნოდა და არ მიანიჭეთ სტატუსი. ჩავიდეს და ელაპარაკოს, ხომ აქვს კავშირები, ხომ ამბობს, ჩვენ იმიტომ ავირჩიეთ, რომ ევროპასთან მეტად დააგვაახლოებდა. რა გააკეთა ქალბატონმა სალომემ გარდა იმისა, რომ მავნებლობს?! ",- განაცხადა ზარქუამ.