ემზადება თუ არა დავით არახამია ქართულ პოლიტიკაში მოსასვლელად? - გზავნილმა "ოცნება" წყობიდან გამოიყვანა

10.05.23 20:19
ემზადება თუ არა დავით არახამია ქართულ პოლიტიკაში მოსასვლელად? - გზავნილმა "ოცნება" წყობიდან გამოიყვანა

ემზადება თუ არა დავით არახამია ქართულ პოლიტიკაში მოსასვლელად?  კონკრეტულ გეგმებს  უკრაინის რადას მაღალჩინოსანი ჯერ არ ასაჯაროვებს, თუმცა სოციალურ ქსელში მისი  ქართულენოვანი მიმართვა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავარაუდოდ სიგნალია. არახამია წერს, რომ მშობლიურ საქართველოს უფსკრულის გადალახვაში დაეხმარება. გზავნილმა "ოცნება" წყობიდან გამოიყვანა. 

ღარიბაშვილის მიერ არახამიას ლანძღვის შემდეგ, ასპარეზზე ირაკლი ზარქუა გამოვიდა. "ოცნების" დეპუტატმა უკრაინის მაღალჩინოსანს ჯერ ნაძირალა ეძახა,  შემდეგ კი მისი გასამართლება დაანონსა.  უკრაინის რადას მაღალჩინოსანი კი  ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესს არ კარგავს. დღის ბოლოს არახამიამ კიდევ ერთი ქართულენოვანი პოსტი რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე დაწერა.

რა გეგმა აქვს არახამიას?- ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.