ემიჯნება თუ არა მოსამართლეების ნაწილი კლანს - მურუსიძის კომენტარი
ემიჯნება თუ არა მოსამართლეების ნაწილი კლანს და არის თუ არა დაპირისპირება სასამართლო სისტემაში - გორში, რესტორან "ნაჭარმაგევში" კოლეგებთან ერთად მოსალხენად მისული ლევან მურუსიძე ამბობს, რომ მოსამართლეები არ ემიჯნებიან და სასამართლო სისტემაში დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს.
არა რატომ გვემიჯნება? მე შემიძლია დაგისახელოთ 15-20 მოსამართლე, რომლებიც დიდი სიამოვნებით იქნებოდა აქ, მაგრამ ზოგიერთი საზღვარგარეთ არის წასული და ა.შ. აქ არის ობიექტური მიზეზები და რა არ გაკმაყოფილებთ ის რაოდენობა, ვინც აქ არის? სასამართლო სისტემას არავისთვის არაფერი დასამტკიცებელი არ სჭირს. გამიჯვნასთან დაკავშირებით, ეს არის თქვენი ნარატივი.
მე როდესაც ვუყურებ ტელევიზიებს და როდესაც გამოდიან არასამთავრობოები და ექსპერტები, ცდილობენ, რომ სასურველი გაასაღონ რეალობად. მე თავიდანვე ვიძახდი, რომ ის შეტევა, რომელიც ხორციელდება სასამართლო სისტემაზე ვერ დააქუცმაცებდა სასამართლო სისტემას, რადგან ის ღირსეული მოსამართლეებისგან შედგება და სასამართლო ხელისუფლება იქნება ერთიანი".- ამბობს მურუსიძე.
მოსამართლეების თავყრილობაა, ამ წუთებში გორში, რესტორან "ნაჭარმაგევში". მურუსიძის თქმით, მოსამართლეები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ.