ქვეყნის რუსიფიკაცია დასკვნით ეტაპზეა, ხელისუფლებაზე წნეხი უნდა გავაძლიეროთ - სერგო ჩიხლაძე
"ნოდარ მელაძის შაბათის" საკანდალურ გამოძიებას, რომლითაც ირკვევა, რომ "ქართული ოცნება" და პირადად ივანიშვილი რუსული სპეცსამსახურების მაღალჩინოსნებთან თანამშრომლობდა, "სტრატეგია აღმაშენებელი" საგანგებო ბრიფინგით ეხმიანება.
სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რუსეთის და ივანიშვილის რუსული რეჟიმი ქვეყნის რუსიფიკაციას და დასავლეთისგან იზოლირებას ცდილობს.
ოპოზიციის წევრი საზოგადოებას მოუწოდებს, ელისუფლებაზე წნეხი და პროტესტის გააძლიეროს, რომლის საბოლოო მიზანიც რუსული რეჟიმის დემონტაჟი და ევროკავსირისკენ სვლა უნდა იყოს.
რუსეთის და ივანიშვილის რუსული რეჟიმის ერთობლივი სპეცოპერაცია, რომლის მიზანიცაა საქართველოს რუსიფიკაცია, დასკვნით ფაზაში შედის. გუშინ ჩვენ ნოდარ მელაძის შაბათში ვნახეთ შოკისმომგვრელი ფაქტები, როგორ თანამშრომლობს კრემლი და რუსეთის სპეცსამსახურები პირდაპირ პირადად ივანიშვილთან და მის რეჟიმთან, როგორ ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში, მათ შორის, არჩევნების საკითხებში. პარალელურად, ჩვენ ვეხდავთ, როგორ ხდება რუსეთის დამატებითი ესპანსია საქართველოში უვიზო რეჟიმის დაწესებით და პირდაპირი ფრენების დაწყებით, რაც ხორციელდება ივანიშვილის რუსული რეჟიმის სრული თანხმობით და მონაწილეობით, ყველაფერი ამის მიზანი არის საქართველოს იზოლაცია დასავლეთისგან, სრული იზოლაცია და რუსეთზე მიბმა პოლიტიკურად, ეკონომიკურად და რუსულ ორბიტაზე ჩატოვება.
მეგობრებო, დღეს ოხვრის, მითქმა-მოთქმის, აღშფოთებების დრო აღარ არის. უნდა გადავიდეთ ქმედებებზე. არჩევანი მარტივია: ვეგუებით ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოში? ვეგუებით რუსულ ექსპანსიას? ვეგუებით საქართველოს იზოლაციას? ვეგუებით ევროკავშირისგან, ნატოსგან ათწლეულობით დისტანცირებას? არცევნების მოპარვას? არა, რა თქმა უნდა! გამოსავალი არის ერთადერთი, ეს არის ყველა პატრიოტი ქართველის, საქართველოს ყველა მოქალაქის, არა მარტო პოლიტიკოსების ან პარტიების, მობილიზება, ერთიანობა და ყოველდღიურ რეჟიმში წნეხი პროტესტის ივანიშვილის რუსულ რეჟიმზე, რომლის საბოლოო მიზანიც უნდა იყოს რუსული რეჟიმის დემონტაჟი, თავისუფალი არჩევნების მოპოვება და ევროკავსირისკენ და ნატოსკენ სვლა!, - განაცხადა ჩიხლაძემ.
"ქართული ოცნება" რუსულ კავშირებშია მხილებული. მტკიცებულებები "შაბათის ეთერის გუნდმა" მოიპოვა. მოპოვებულია რადარების ჩანაწერები, რომელიც ადასტურებს, რომ ერთი და იგივე ბიზნეს კლასის ბოინგიი რუსეთისან საქართველოში შვიდჯერ ჩამოფრინდა. გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, სპეციალური რეისებით საქართველოში რუსული სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები და პუტინის სანდრო ხალხი ჩამოდიოდა.