"ოცნებას" რუსული „Азимут-ის“ ჟესტი მოსწონს, კრიტიკის ავტორებს კი „სპეკულიანტებს“ ეძახის
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე "მნიშვნელოვან ჟესტის" უწოდებს ფაქტს, რომ რუსულმა ავიაკომპანია Azimuth-მა ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო.
ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "ახლასპეკულაციის საფუძველი არ არსებობს".
"თავისთავად მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ ეს ჩანაწერები ამოღებულია ვებგვერდიდან, ეს ერთი, სპეკულაციისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს, თუმცა ვინც ცდილობს, რომ რაღაცნაირად აჟიოტაჟი შექმნას ამ საკითხის გარშემო, ისინი არიან ნამდვილი სპეკულანტები.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა შემოიღეს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და თავს იწონებდნენ. მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ ლარსზე მიდიოდა და პირადად ხვდებოდა რუსეთის მოქალაქეებს.
ახლა, ეს პოლიტიკური ძალა, რომ ცდილობს, ისპეკულიროს ფრენების აღდგენის თემით, ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი სპეკულიანტები და სახელმწიფოს მტრები არიან"- თქვა კობახიძემ.
დღეს რუსული „Азимут-ის“ გადაწყვეტილება პარლამენტის ვიცე-სპიკერმაც გააკეთა. გია ვოლსკი ამბობს: "რუსეთის კომპანიისგან არ უნდა ველოდოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგებით იფრენს".
საქართველოს ავიაციის სააგენტომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა ავიაკომპანია Azimuth Airline-ს 15 მაისს მისცა. სამოქალაქო ავიაციაში ამტკიცებდნენ, რომ რუსული ავიაკომპანია არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.
გუშინ კი რუსულ ავიაკომპანიას რომელიც 17 მაისიდან თბილისში იფრენს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდა მითითებული.