ვაშაძე საკუთარი სკანდალის გადაფარვას ცდილობს - კობახიძე

16.05.23 15:24
ვაშაძე საკუთარი სკანდალის გადაფარვას ცდილობს - კობახიძე

გიორგი ვაშაძის სკანდალური მხილება - "ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიციონერი ლიდერი საკუთარი სკანდალის გადაფარვას ცდილობს.

კობახიძე ასევე ეხმაურება გახარიას გუნდის განცხადებებს და ამბობს, რომ ნარატივი, თითქოს, ქოლ-ცენტრებს ხელისუფლება მფარველობს, წინააღმდეგობაში მოდის მათ "ბელადთან", რადგან თუ ეს ასეა, მაშინ დანაშაულს პირდაპირ გახარიამდე მივყავართ, რადგან სწორედ ის იყო მაშინ შს მინისტრი.

მაინცდამაინც მისი ძმის ფართი იქირავა, მაინცდამაინც არახამიას ძმამ იმისათვის, რომ სავარაუდო ქოლ-ცენტრი მოეწყო იმ შენობაში. ამაზე ვიმსჯელოთ ჩვენ, პირველ რიგში. ჩვენ გვახსოვს ვაშაძის ე.წ. სკანდალური განცხადებები. ის უბრალოდ ცდილობს, გადაფაროს თავისი სკანდალი. თუ გახარიას პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლების ცოდნის გარეშე ასეთი სახის დანაშაული ვერ იქნებოდა ჩადენილი, მაშინ გახარია თვითონ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მერე პრემიერი. გამოდის, რომ მას სცოდნია ამ დანაშაულის თაობაზე. ასეთ სისულელეს ამტკიცებენ საკუთარი ლიდერის და ბელადის თაობაზე".- ამბობს კობახიძე.  

გიორგი ვაშაძის სკანდალური აღიარება - "სტატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ამტკიცებს, რომ კომპანია „ვიპ ტრეიდი“, რომლის მფლობელიც მმართველი პარტიის დეპუტატის ისკო დასენის შვილი და ახლო გარემოცვაა, თაღლითური ბიზნესით არის დაკავებული. ვაშაძემ ამ კომპანიასთან მიხეილ არახამის კავშირებიც გაასაჯროვა. ირკვევა, რომ „ვიპ ტრეიდის„ დირეტორის პოსტი მიხეილ არახამიას მეუღლემ ორი კვირის წინ დაიკავა.